Wednesday, June 2, 2010

   

 

ვერძი

(21 მარტი - 20 აპრილი)


ვერძი

აქტიური ცხოვრებისაკენ მიმართავს ამ ნიშნის ხალხს, გამუდმებით აწვდის მარაგად ენერგიას, აქცევს მათ მოუსვენარ, დაუოკებელ, პატივმოყვარე, სხვასთან მეტოქე ადამიანად.
ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველასგან და ყველაფერში პრიველობას ცდილობენ. ვერძი – ძალიან ეგოისტური ნიშანია.კეთილშობილი ხალხია, არ შუძლიათ დახმარება არ გაუწიონ გაჭირვებაში ჩავარადნილ ადმინას, ვერძის ნიშნის მამაკაცები – სერ უოლთერ რელეის ტიპის არიან, ქალები ვერ იტანენ უხამსობას და ვულგარულობას, ვერძი ძალიან დემონსტრაციულია თავისი შეხედულებების გამოხატვისას. იგი არ მალავს თავის ემოციებს.

პლანეტა: მარსი, მზე.
ფერები: ხასხასა წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, იასამნი-სფერი, მალინისფერი და ყველა ბრჭვიალა (მელნისფერი _ უიღბლოა).
ქვები: ალმასი, ბადახში, ამეთვისტო, მთვარის ქვა, აკვამარინი, ზურმუხტი,
ლითონი: რკინა, ფოლადი.
თილისმა: ურო, ოქროს საწმისი.
იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9 (ყველა რიცხვი რომელიც 9-ზე იყოფა), 11.
იღბლიანი დღეები: სამშაბათი, კვირა.
უიღბლო დღეები: პარასკევი, შაბათი.


პროფესიები

ვერძმა, ჩვეულებრივ, სკოლის მერხიდანვე იცის, თუ რა პროფესიას აირჩევს. მათგან გამყიდველები, კომივოიაჟერები, ლექტორები, დანტისტები, ვეტერინარები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ყასაბები, შესანიშნავი მექანიკოსები, ქირურგები, მოქანდაკეები გამოდიან. ისინი კარგად ეწყობიან ცეცხლს და ლითონს. ვერძის დაკუნთული სხეული სპორტულ კარიერას მოასწავებს. არჩეული პროფესიის მიუხედავად, ვერძს სურს იყოს საუკეთესო მებრძოლი, ის პირველობისკენ მიისწრაფის. ფულთან დამოკიდებულება - მარჯვეა ფულის შოვნაშიც და მის დახარჯვაშიც არა იმდენად გავლენის, რამდენადაც ძალაუფლების მოსაპოვებლად.


კურო 
(21 აპრილი-20 მაისი)


კურო
ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს“ უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის. კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს“ ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ. ნუ გადააცდენთ კუროს მისი ბილიკიდან, თორემ ინანებთ.

პლანეტა: ვენერა, მთვარე.
ფერები: ლიმნისფერი, ყვითელი, ღია ცისფერი,მუქი ნარინჯისფერი,
მომწვანო-მოლიმნისფრო (წითელი ფერი არ არის იღბლიანი).
ქვები: ფირუზი, საფირონი, გიშერი, ოპალი, ზურმუხტი, მწვანე მარმარილო.
ლითონი: სპილენძი.
თილისმა: ბუ, ოქროს კერპი.
ბედნიერი დღეები: ორშაბათი, პარასკევი.
უიღბლო დღე: სამშაბათი
ბედნიერი რიცხვები: 2, 4, 16 (ყველა რიცხვი, რომელიც 6-ზე იყოფა).



21 აპრილიდან 1 მაისამდე დაბადებულებს მერკურის გავლენით - გააჩნიათ დიდი გონებრივი შესაძლებლობები და მიდრეკილება კომერციული და სასოფლო-სამეუნრო საქმიანობისკენ. მელამქოლიურები არიან.
2 მაისიდან 11 მაისამდე დაბადებულნი მთვარის გავლენით - მეოცნებე, კეთილშობილი, გაუბედავები არიან, აქვთ მიდრეკილება პოლიტიკისა და ლიტერატურისადმი.
12-დან 20 მაისამდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ჩაკეტილები, პესიმისტები არიან, მათ ეშინიათ სიღარიბის და უყვართ მარტოობა.


პროფესიები

ახალგაზრდობაში ბევრს ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, სურთ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ და შეძლებენ ყველაფრის კარგად გაკეთებას, ბევრის გამომუშვებას. ეგუებიან გარკვეულ რუტინულობას, განმეორებადობას, რომელიც სტაბილურობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცავენ წესებს და უყვართ წარმატება, არცერთი ნიშანი არ ხარჯავს ამდენ ძალას უმნიშვნელო რამეებზე.
ბიბლიური დროიდან კუროს ნიშანი ასოცირდება სიმდიდრესთან, ფულთან, რომელსაც კურო თავისკენ იზიდავს და რომლებიც უსხლტებათ უიღბლოებს.
ჩვეულებრივ, კუროებს კარგი ხელი აქვთ. მწერალი კუროები მანქანას ხელს არჩევენ, ხოლო თუ ბეჭდავენ _ მხოლოდ თვითონ.
კუროების საუკეთესო გამოყენება _ ყველაფერი რაც უზრუნველყოფს დაჯილდოვებას, გრძნობების დაკმაყოფილებას _ საფერმერო საქმიანობიდან ყვავილების მოშენებამდე, მეცხოველეობა, მზარეულობა, მცხობელობა, სარესტორნო საქმე (ცნობილი შეფ-მზარეულები უპირატესად კუროები არიან).
კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც შეეხება კომფორტს სახლში: არქიტექტურა, შიდა ინტერიერი, მშენებლობა. კარგად არიან განწყობილნი მოდისადმი, საფეიქრო საქმიანობისადმი და ზრუნავენ სილამაზეზე. აქვთ პოეზიის, მწერლობის, პედაგოგიკის (განსაკუთრებით ენების), ფერწერის, მუსიკის, ეკონომიკის, საბირჟო საქმიანობის ნიჭი. როგორც წესი აპოლიტიკურები არიან (მათი შეხება პოლიტიკასთან არ სცდება ეკონომიკას, სოციოლოგიას, ბიოლოგიას, ანთროპოლოგიას).


ტყუპები
(21 მაისი - 21 ივნისი)


ტყუპები
მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი.


პლანეტა: მერკური
სიმბოლო: ტყუპები, ნიღაბი, ხელი, ვარსკვლავი

ფერები: მელნისფერი, ნაცრისფერი, ღია ყვითელი, მონაცისფრო-მოცისფრო, ნარინჯისფერი (მწვანე ფერი უიღბლოა).
ქვები: ქრიზოპრასი, ბივრილი, ძოწი, მთის ბროლი, გიშერი, იასპი.
ყვავილები: ზიზილა, ყაყაჩო, ბაია, ნარგიზი, ჟასმინი.
ლითონი: ოქრო, ამალგამა, ვერცხლი.
თილისმა: გველი, ნიღაბი.
იღბლიანი დღე: ოთხშაბათი, კვირა.
უიღბლო დღე: ხუთშაბათი
იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 12, 18

21-დან 31 მაისამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით - გონიერები არიან, მათ გააჩნიათ ინტუიცია, აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისადმი, უანგარონი არიან, ისინი დიდებისა და ფულის უქონლობის გამო სიმშვიდეს რელიგიურ ფიქრებში პოულობენ.
1-დან 10 ივნისამდე დაბადებულების ხასიათი - მარსის გავლენით აგრესიულები არიან, ისინი დამცინავი და მოუსვენარნი, შეწუხებულები არიან.
11-დან 21 ივნისამდე დაბადებულები მზის გავლენით – თავაწყვეტილი, მბრძანებელი, ფიცხი, პატივმოყვარე და მოლაყბეები არიან.


პროფესიები

ტყუპების ნიშნის ქვეშ იბადება ბევრი გონივრული შრომის ადამიანი. ტყუპები არჩევენ ისეთი სახის სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია შთაბეჭდილებების და საქმიანობის მუდმივ ცვლასთან: სარეკლამო სამსახურის აგენტები, მენეჯერები, ტელე- და რადიო რეპორტიორები. ტყუპებს შეუძლიათ იმუშაონ მსახიობებად, ჟურნალისტებად, გამომცემლებად, მდივნებად, საფოსტო მსახურებად, ბუღალტრებად, მწერლებად, წვრილ ვაჭრებად, მეცნიერებად. არსებობს მჭიდრო კავშირი ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია სიტყვის ნიჭი და ფრაზების აგების უნარი. ისინი მარჯვედ ადგენენ მოხსენებებს, ანგარიშებს, დოკუმენტებს და სახელმძღვანელოებს, წერენ წიგნებს _ უმთავრესად რომანებს ან სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას. ტყუპები ძალიან იშვიათად წერენ მემუარებს და მიყავთ საკუთარი დღიური, მათ აქვთ ენების ათვისების უნარი, ამიტომ მათ შორის ხშირად გვხვდებიან პოლიგლოტები. საყვარელი ენა, ჩვეულებრივ, ფრანგულია. ტყუპების მეტყველების ნიჭი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააჯერონ ნებისმიერ რამეში. ტყუპების ბაგეში ყველაზე აბსურდული იდეა გონივრულად ჟღერს, ხოლო სიცრუე – სიმართლეს ჰგავს. მსგავსი თვისება ზოგიერთ მათგანს უპატიოსნო გზისკენ უბიძგებს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება, რადგან სულის სიღრმეში ის იდეალისტია. და მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ნიჭს ხელების არაჩვეულებრივ მოხერხებულობასთან ერთად შეუძლია ისინი კრიმინალური მეცნიერების უბადლო ოსტატად აქციოს.
ტყუპებთან ძნელია შეჯიბრი მეწარმეობის დარგში. არიან რა ჭკუამხიარულები, მათ გააჩნია წარმოსახვა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი.
მერკურის შეუძლია აქციოს ტყუპები როგორც გენიოსებად, ისე ავანტიურისტებად. სატურნი დადებით გავლენას ახდენს მერკურზე და თუ მას ტყუპებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა უჭორავს, მაშინ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფილოსოფიისკენ, პედაგოგიკისკენ, დიპლომატიური საქმიანობისკენ.
   


კირჩხიბი
(22.06 - 22.07)


კირჩხიბი (კიბო)მთვარე, ცვალებადი პლანეტა, თავის 28 დღიან ციკლში 4-ჯერ რომ უვლის ფაზებს, თავის ქვეშემრდომებს ძალიან ემოციურ, მგრძნობიარე ადმიანებად ხდის, რომლებიც განწყობას ადვილად ემორჩილებიან, როცა მთვარის კარგ ციკლში მოხვდებიან; ისინი მომხიბლავნი და მიმზიდველნი არიან ,მაგრამ როცა ცუდ ფაზაში არიან – აუტანელნი ხდებიან.კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყვალა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი ისევე პატივმოყვარეა.კირჩხიბი ხშირად სევდით იგონებს წარსულს, ბავშოვობას.კირჩხიბი ძნელად და იშვიათად რომ გაშმაგდეს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, იგი ძალადობას მიმართავს. მთვარე ყოველგვარი სითხეების მმართველია, ამიტომ კირჩხიბი ზომიერად უნდა შეექცეს ალკოჰოლიან სასმელებს.დადებითად განვითარებული ტიპის კირჩხიბი ერთგულია და ბევრი მათგანი სამშობლოს პატრიოტთა შორისაა.

პლანეტა: მთვარე.
სიმბოლო: კიბო, კიბორჩხალა, გული.
ფერები: თეთრი, ღია ცისფერი, ლურჯი, ვერცხლისფერი, მწვანე ცერცვისფერი (ნაცრისფერი უიღბლოა).
ქვები: მთვარის ქვა, ზურმუხტი, ლალი.
ლითონი: ვერცხლი.
თილისმა: სამყურა, გული.
იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი.
უიღბლო დღეები: სამშაბათი, შაბათი.
იღბლიანი რიცხვები: 2, (ყველა რიცხვი, რომელიც 2-ზე იყოფა) 4, 5, 8.

21 ივნისიდან 1 ივლისამდე დაბადებულები - კეთილი, ვნებიანი, მგრძნობიარენი არიან, მათ აქვთ განვითარებული მხატვრული ნიჭი და შეუძლიათ შეაყვარონ თავი გარშემომყოფთ.
2 ივლისიდან 11 ივლისამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ჭკუამხიარულნი, ცნობისმოყვარენი, ირონიულნი, პრეტენზიულნი არიან, აქვთ მიდრეკილება კომერციისკენ.
12-დან 22 ივლისამდე დაბადებულები მთვარის გავლენით - მეოცნებე, მოუსვენარი, მგრძნობიარე, ღვთისნიერები არიან, აქვთ ოკულტური მეცნიერებების ნიჭი.


პროფესიები

ახალგაზრდობაში კირჩხიბი არ ჩქარობს გაზრდას. სამყარო მისთვის შემოსაზღვრულია ძირითადი საარსებო მოთხოვნებით: შიმშილი, წყურვილი, ძილი. ისინი ელოდებიან როდის გადაწყვეტს ბედი მათ მომავალს. ბევრი მამების კვალს მიყვება, აგრძელებს საგვარეულო ხელობას, მაგრამ ღია პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო პროფესიის არჩევა. მთვარის ტიპი _ ნელი, ლეტარგიული, დუნე, აპათიური არის. რუტინულ სამუშაოზე უფრო ავლენს საკუთარ თავს, სადაც მინიმალური გონებრივი ძალისხმევა არის საჭირო. სამუშაოს შესრუელების დროს ის საკუთარ რამეებზე ფიქრობს, ნელა იწყებს, მაგრამ შეუპოვარი, შეგნებული, დამჯერე არის, მან იცის როგორ გაამარტივოს სამუშაო პროცესი თავისთვის და სხვაბისთვისაც. ეს ტიპი უკეთ მუშაობს ინტიმურ, ოჯახურ გარემოში, სადაც სხვების სიმპატიას იმსახურებს. ის ხშირად იძლევა საკუთარი თავის დაუფასებლობის, ექსპლუატირების, დამსახურებულზე ნაკლების მიღების უფლებას. მას არ ყოფნის `ნერვები~ ხელფასის მომატების სათხოვნელად.
სატურნის გავლენის ქვეშ მყოფ ტიპს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ფამილარობა, მაგრამ არ შეუძლია ბრძანებების გაცემა და მიღება, სამსახურიდან სამსახურზე გადასვლა ენთუზიაზმის აფეთქებასა და უკიდურეს გაღიძიანებას შორის მერყეობის გამო.
ორივე ტიპი პოტენციურად კარგად ავლენს თავს ბავშვებთან, ცხოველებთან, საკვებთან, ტანსაცმელთან, წყალთან და საერთოდ სითხესთან დაკავშირებულ სამსახურში. მათგან კარგი სპეციალისტები გამოდიან ცხენების ,ძაღლების მოშენების დარგში, კარგი საბავშვო ბაღების პერსონალი, ზოოპარკების, ცირკების პერსონალი, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მეანები, ძიძები, ბარების, რესტორნების, მაღაზიების მეპატრონეები და მმართველები, მებაღეები, მეტყევეები, მესაათეები. ისინი არაჩვეულებრივი დედები არიან.
ხშირად კირჩხიბის ზოგიერთი ტიპი საკუთარ თავში რაღაც პარაზიტულს მოიცავს. უკეთეს შემთხვევაში მათ აჩვევენ წესრიგს ან ისინი მხოლოდ აზარტულ თამაშებს და ლატარეას
თამაშობენ, უარეს შემთხვევაში ალკოჰოლიკები და უსაქმურები ხდებიან.


ლომი
(23 ივლისი 23 აგვისტო)


ლომი
ლომს გონებაც კარგად აქვს განვითარებული, რომ თავის თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული, რაც მისკენ იზიდავს ხალხს. მაგრამ ლომი არ აუნდა შეეცადოს ყველაზე იბატონოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო – ლომი – ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა – პატივმოყვარეობა. მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია. ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინოებით გამასპინძლება. მაგრამ ლომს უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს.

პლანეტა: მზე.
სიმბოლო: ლომი, გედი.
ფერები: მეწამული, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცეცხლისფერი,შავი (თეთრი ფერი უიღბლოა).
ქვები: ქარვა, ქრიზოლითი, ლალი, ტოპასი, ონიქსი, ალმასი.
ლითონი: ოქრო.
ყვავილები: იორდასალამი, გულყვითელა, ქრიზანთემა.
თილისმა: ჭიამაია, ლომი, არწივი.
იღბლიანი დღე: კვირა.
უიღბლო დღე: შაბათი.
იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9.

23 ივლისიდან 3 აგვისტომდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ძლიერი, მისტიკური, მგზნებარე ბუნების არიან, არ უყვართ მარტოობა და ძალდატანება.
4-დან 12 აგვისტომდე დაბადებულები -მეტისმეტად წესიერი და გონიერი ბუნების, შარიანები არიან, მათ უყვართ არითმეტიკა და ცერემონიები.
13-დან 23 აგვისტომდე დაბადებულები მარსის გავლენით – ძლიერი, მბრძანებლურები არიან, უყვართ და თაყვანს სცემენ ძალაუფლებას და მბრძანებლობას. გონიერება შერწყმულია ძალასთან, წარმატებულები არიან ჯარში.


პროფესიები

თავიდანვე გაცნობიერებული აქვს პროფესიის არჩევის მნიშვნელობა, საზოგადოება მათგან არსებითი წვლილის შეტანას მოელის. ფსონზე მთელი კარიერა აქვთ დადებული. მათ არ სურთ დეტალებში ჩაწვდომა, დამატებითი როლის თამაში, ისინი პასუხისმგებლობისკენ ისწრაფიან, დაუღალავები არიან. მათ არ უყვართ სხვის მუშაობაზე თვალყურის მიდევნება, მათ პირველობა სურთ. მუშაობაში შეუძლიათ კუროსაც აჯობონ. სძულთ, როდესაც მათ საქმეს აწყვეტინებენ, ცუდ ასისტირებას უწევენ ან უცოდინრობით უქმნიან დაბრკოლებებს. ყველაზე კარგი მათთვის დამოუკიდებელი მუშაობაა (ხელოვნება, ინტელექტუალური შრომა, მეწარმეობა) ან მაღალ ადმინისტრაციულ წრეში შესვლა და იერარქიულ კიბეზე ზევით ასვლა. ისინი კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც ეხება პოლიტიკას, კულტურას თუ შოუ-ბიზნესს, აგრეთვე ფიზიკურ აღზრდას. მათგან წარმატებული იუველირები, ტაქსის მძღოლები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მსახიობები, გალერეის მეპატრონეები, თეატრალური დამდგმელები, დეკორატორები, რეჟისორები, ათლეტები, დირექტორები, თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, ადმინისტრატორები გამოდიან. უყვართ ბევრი ფულის კეთება და კიდევ უფრო მეტის დახარჯვა. ისინი ვალს იდებენ, არიგებენ, ხარჯავენ. გამოუსწორებელი კარტის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ არ უმართლებს. ზოდიაქოს ნიშნებიდან ლომს წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩავარდნაც ახასიათებს.


ქალწული
(24 აგვისტო -23 სექტემბერი)



ქალწული
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილი. ისინი ცდილობენ ყველაფერი დაალაგონ, დაახარისხონ და საკუთარი სახელები დაარქვან. მათ გააჩნიათ გემოვნების, მზერის, სმენისა და ყნოსვის გრძნოები. ნიშნის სიმბოლო ქალწულია. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ წმინდა და ყველაფერზე ამაღლებულნი არიან, მაგრამ დაკვირების მათეული საუცხოო უნარი ადამიანური ნაკლოვანებების შემჩნევის საშუალებას ანიჭებს მათ. ჩვეულებრივ, ქალწულს არ მოწონს ყველაფერი, რასაც ის ხედავს, ამიტომ, ქალწულის მსგავსად, ხშირად განერიდება ხოლმე მას.
იგი სამუშაოში ჩაიძირება ხოლმე. დიახ, მუშაობას ქალწული აღმერთებს. ქალწული წარმატებებს აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში.


პლანეტა: მერკური.
სიმბოლო: ქალწული, კუბი, კოდი.
ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე.
ქვები: ნეფრიტი, სარდიონი, `კატის თვალი~, გიშერი, კარნეოლი, იასპი, მალაქიტი, ტოპასი, ქრიზოპრასი, მარმარილო.
ლითონი: კალა, სპილენძი.
ყვავილები: ასტრა, ვირის-ტერფა, წითელი ყაყაჩო.
თილისმა: კალია, ასტრა.
იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა),6, 12 (ყველა 12-ის ჯერადი), 20, 27.

24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დაბადებელებს მზის გავლენით -გააჩნიათ ჰარმონიის, სიმშვიდის გრძნობა და ტენდენცია მჯდომარე ცხოვრებისკენ.
3-დან 11 სექტემბრამდე დაბადებულები ვენერას გავლენით -გულჩათხრობილნი, მორიდებულნი არიან, ხშირად ერთხელ უყვარდებათ.
12-დან 23-სექტემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით - მორიდებულნი და საზრიანნი, ზოგჯერ ზარმაცნი არიან.


პროფესიები

ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით - მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი `სიამოვნებისთვის~, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.
ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების "მუშა ფუტკრებად". მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.


სასწორი 
(24 საქტემბერი - 23 ოქტომბერი)


სასწორი
სასწორი მთელი თავისი სიცოცხლე ეძებს ადამინს, რომელიც იდეალური მეუღლე იქნება. სასწორი ცოლქმრობის სახლს განაგებს, მაგრამ იდეალური პარტნიორის მოძებნის შემდეგაც იშვიათად არის ბედნიერი. რატომ? შესაძლოა, სასწორი თავად სიყვარულს ეტრფის? იქნებ მსგავსად ვენერას ზედაპირისა, რომლის მიმოხილვაც კი უჭირთ ასტროლოგებს, ნისლოვანი ატმოსფეროს გამო, ამ ნიშნის ხალხიც ძნელად შესაცნობია.ასტროლოგიური სიმბოლო ამ ნიშნისა სასწორია და ამ ხალხის უმეტესობა გამუდმებით ცდილობს ამ სასწორის გაწონასწორებას საზოგადაებრივ და პირად სფეროში. სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. როცა ეს არ ხერხდება, იგი უმალ გაეცლება იქაურობას, ვინემ გარემოების შეცვლისთვის რაიმეს მოიმოქმედებს. ვენერა თავის ვაჟებს და ასულებს მახვილი, ანალიტიკური ჭკუით აჯილდოებს, განსაკუთრებით როცა საქმე ხელოვნებას ეხება. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი, ამავე დროს, გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი.

პლანეტა: ვენერა/სატურნი.
სიმბოლო: სასწორი, წიგნი.
ფერები: მუქი ცისფერი, მწვანე, ზღვის ტალღის ფერი და პასტელის ფერები.
ქვები: ოპალი, ლაზურიტი, მარჯანი, ალმასი, საფირონი, მარგალიტი, ბივრილი, მთვარის ქვა, მწვანე იასპი, ბროლი, ქრიზოლითი.
ლითონი: ბრინჯაო.
ყვავილები: გულყვითელა, ვარდი, ია.
თილისმა: გული, წიგნი.
იღბლიანი დღეები: პასაკევი, შაბათი.
უიღბლო დღეები: სამშაბათი, კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 5, (ყველა რიცხვი რომელიც 6-ზე იყოფა), 9, 15.

24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე დაბადებულები ვენერის გავლენით - ნაზი, კეთილმოსურნე, მეოცნებენი არიან.
3-დან 13 ოქტომბრამდე დაბადებულები სატურნის გავლენით კეთილგონიერნი არიან , ფუფუნებისა და პატივმოყვარეობის გარეშე ცხოვრობენ.
14-დან 23 ოქტომბრამდე დაბადებულებს იუპიტერის გავლენით - უყვართ გემრიელად ჭამა, მგრძნობიარენი არიან, აქვთ მიდრეკილება ლიტერატურისკენ, უყვართ ცერემონიები.


პროფესიები

ახალგაზრდობაში, რამოდენიმე შესაძლებლობის ბალანსირებას ახდენენ. მათ სჭირდებათ დახმარება და რამოდენიმე შეთავაზების გაკეთება, არ უნდა ააჩქაროთ, არ უნდა უბიძგოთ რამისკენ, უმჯობესია რამოდენიმე მცდელობის გაკეთება. ხარჯავენ რა ბევრ დროსა და ენერგიას ისინი ადვილად იღლებიან¬. სამსახურში კარგად ეწყობიან სხვებს, აქვთ კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა, მსუბუქად და ძალდაუტანებლად იძლევიან ბრძანებებს, პირველი წინააღმდეგობისთანავე შეუძლიათ განზე გადგომა და უკან დახევა, თუ ხელს მოკიდებენ სამუშაოს _ კარგად შეასრულებენ მას. ყველაზე კარგად მათ გამოუდით დამასრულებელი შტრიხები. ძვირფასია მათი დროისა და საჭირო მომენტის შეგრძნების ზებუნებრივი უნარი, ის ვერ აქცევს მათ შემთან¬ხმებებლ¬ე¬ბად. არსებობს დილეტანტობის საფრთხე. საუკეთე¬სო გამოყენება _ ყველაფერი რაც დაკავშირებულია მოდასთან და გართობასთან: მოდელიერი, დეკორატორი, ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარების გამყიდველები, წიგნის გაყიდვის აგენტები, თეატრალური აგენტები, იურისტები, მოსამართლეები.
ხშირად ერიდებათ მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნის, აკრიბონ ვალები, არ ამოწმებენ ანგარიშებს და არასოდეს არ ხდებიან ფულისა და საკუთრების მონები, მაგრამ იციან საკუთარი ბიუჯეტის განკარგვა.


მორიელი
(24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)


მორიელი (ღრიანკალი)
ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.

პლანეტა: პლუტონი.
სიმბოლო: მორიელი, არწივი, სიკვდილის ნიშანი, ლამპარი, პირამიდა.
ფერები: ყვითელი, მუქი წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი.
ლითონი: რკინა, ფოლადი.
ქვები: აქვამარინი, მარჯანი, ბივრილი, ლალი, მთვარის ქვა, ტოპასი, მალაქიტი.
ყვავილები: მიხაკი, იორდასალამი, ქრიზანთემა,
თილისმა: ხოჭო, მორიელი, სიკვდილის ნიშანი.
იღბლიანი დღე: სამშაბათი.
უიღბლო დღე: ორშაბათი, პარასკევი.
იღბლიანი რიცხვები: 4, 5, 8, 9, 10, 11, 21, 100, 666.

24-დან 2 ნოემბრამდე დაბადებულები მარსის გავლენით - იმედგაცრუებულნი არიან, აქვთ მედიცინის ნიჭი, ადამიანის განკურნების უნარი, ახალგაზრდობაში მერყევნი არიან, ენერგიულნი _¬ ზრდასრულობაში.
3-დან 13 ნომბრამდე დაბადებულები მზის გავლენით ძლიერი და ვნებიანები, ინიციატიურები, ნებისყოფიანები, გულკეთილები, დიდსულოვნები და კეთილშობილები არიან.
14-დან 22 ნოემრბამდე დაბადებულები ვენერის -გავლენით ჭკუამხიარულნი და ემოციურნი არიან, გააჩნიათ არტისტული ტალანტი და ძლიერი ვნებები.


პროფესიები

მათგან გამოდიან ქირურგები, მეზღვაურები, ქიმიკოსები, მეშახტეები, მექანიკოსები, თუ ცუდი ხმა არა აქვთ, კარგი საესტრადო ან საოპერო მომღერლის კარიერა ელოდებათ. მორიელში შესანიშნავად არის ბალანსირე¬ბული გონიერება და ემოციები და თუ ის მაღალი ინტელექტის მქონეა შეუძლია იყოს ფილოსოფოსი და ეძიოს ცხოვრების აზრი.


მშვილდოსანი 
(23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)


მშვილდოსანი
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ „აფართოებენ“ თავიანთ პიროვნებას; ემორჩილებიან რა ჰორიზონტზე მოციმციმე ფარსკვლავის მომნუსხავ ცდუნებას, ახალ თავგადასავლებს ეძებენ.
იუპიტერი სიმდიდრეს გვიქადის, არა მარტო ნივთიერს, სულიერსაც ამდენად მშვილდოსანთა უმეტესობა რელიგიურად, ფილოსოფიურად და იდეალისტურად არის განწყობილი. არის რა ცეცხლის მე-3 ნიშანი, მშვილდოსანი მეტად აქტიურ ცოხრებას ეწევა. მშვილდოსანი მართავს მე-9 სახლს, რომელიც მოგზაურობებსა და ქმნილებათა აბსტრაქტულ ფუნქციებს განაგებს. მშვილდოსანს ყოველივე უცხოური ხიბლავს და ადვილი შესაძლებელია, ერთხელაც წავა საზღვარგარეთ და უცხოელებს დაუახლოვდება.მშვილდოსნებს სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად მათ ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული.

პლანეტა: იუპიტერი.
სიმბოლო: კენტავრი – მსროლელი.
ვარსკვლავები: კვერთხი, აწეული საჩვენებელი თითი.
ფერები: ლურჯი, ცისფერი, იისფერი, მეწამული.
ქვები: ტოპასი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, ფირუზი, ოპალი, კარბუნკული, აფირონი, ზურმუხტი, გიშერი.
ლითონი: თუთია, თუნუქი.
ყვავილები: მიხაკი, ნარგიზი, ღიღილო, პალმა.
თილისმა: ნალი, ხვლიკი.
ბედნიერი დღე: ხუთშაბათი.
უიღბლო დღე: ოთხშაბათი.
იღბლიანი რიცხვი: 3 (ყველა რიცხვი რომელიც 3-ზე იყოფა), 4, 9.

23 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -მამაცი და გაბედული, მტკიცე სულის, მგრძნობიარენი არიან, მათ იტაცებს ნადირობა და სპორტი.
3 – დან 12 დეკემბრამდე დაბადებულებს მთვარის გავლენით -გააჩნიათ წარმოსახვა და ფანტაზია, უყვართ შორეული მოგზაურობა, აქვთ ცვალებადი გუნება.
13 - დან 21 დეკემბრამდე დაბადებულები - მტკიცე, მგრძნობიარე, ფუფუნების მოყვარული და გურმანები არიან, რომელთაც უყვართ ჭამა და განმარტოება თავიანთი გასტრონომიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.


პროფესიები

ახალგაზრდობაში ძალიან მაღლა უმიზნებენ, ზოგჯერ ზედმეტად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს. უყვართ მნიშვნელოვანი, არსებითი როლის შესრულება, მათი ხასიათი ყველაზე კარგად ვლინდება ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არ უყვართ ძალიან მძიმე სამუშაოები, თუმცა ენთუზიაზმით და დიდსულოვნად ეკიდებიან იმ საქმეს, რომელიც აირჩიეს, კოლექტივში უკეთ მუშაობენ ვიდრე მარტო, უფროსობას ან პატივისცემით ეპყრობიან ან ღიად ილაშქრებენ მის წინააღმდეგ, მათ წინაშე საქმიანობის ფართე სივრცეა გაშლილი _ მეცხენეობიდან სანადირო ექსპედიციამდე, გახსნილი აქვთ გზა სასულიერო მოღვაწეობაში, ასტრონომიაში, კარგად მუშაობენ ხეზე.
შეუძლიათ იყონ ცნობილი სპორტსმენები, ტანმოვარჯიშეები, მონადირეები, ჟოკეები, რბოლების ორგანიზატორები, მზარეულები, დურგლები, სასტუმროს მეპატრონეები, კომივოიაჟერები, თარჯიმნები, პოლიტიკოსები, რეპორტიორები, მკვლევარები, ბოტანიკოსები, მისიონერები, ექიმები, ქიმიკოსები, ინჟინრები, იურისტები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები.
არც ისე ბევრ ფულს შოულობენ, ვინაიდან ფულის საკითხში ზედმეტად დამოუკიდებელნი, მიუკერძოებელნი არიან ან მეტისმეტად უზრუნველყოფილნი. შეუძლიათ მოხვდნენ წარუმატებლობის უზარმაზარ ზოლში, მიუხედავად ამისა ისინი ხშირად ჩამოყალიბებული შულერები და სპეკულანტები არიან.
აქვთ კომფორტის უდიდესი მოთხოვნა, ბევრი თვლის რომ ისინი უქმად ხარჯავენ ცხოვრებას და მხოლოდ პურის ფულს შოულობენ. მშვილდოსნებში ხშირად გვხვდებიან `დაქირავებული პარტნიორები~ და კმაყოფაზე მყოფი ქალები. ქალებს შეუძლიათ მამაკაცებს სამსახურში კონკურირება გაუწიონ.


თხის რქა 
(22 დეკემბერი - 20 იანვარი)


თხის რქა
მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.
გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.
დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშბს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიწაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.

პლანეტა: სატურნი/მარსი
სიმბოლო: ვაცი, კიბე, კოშკის საათი.
ფერები: მუქი მწვანე, შავი, მორუხო-ფერფლისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი და ყველა მუქი ფერები.
ქვები: ბადახში, ონიქსი, ძოწი, მთვარის ქვა, ლაზურითი.
ლითონი: ტყვია.
ყვავილები: თეთრი მიხაკი, შავი ყაყაჩო, სურო.
თილისმა: შავი კატა, ეშმაკი
იღბლიანი დღე: სამშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 7, 8 (ყველა რიცხვი, რომელიც 8-ზე იყოფა), 14.


22 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაბადებულები იუპიტერის გავლენით -მშვიდი, სისტემატური ბუნების არიან. იძენენ ქონებას და წარმატებას, მაგრამ გააჩნით გაკოტრების რისკი.
3-დან 13 იანვრამდე დაბადებულები მარსის გავლენით - ოჯახური მოწყენილობით გამოირჩევიან, ცუდ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე.
14-დან 20 იანვრამდე დაბადებულები მზის გავლენით -შრომისუნარიანები არიან, აქვთ სიცოცხლის ძალა, ვნებიანობით, წინააღმდეგობრიობით გამოირჩევიან, აქვთ მიდრეკილება სასოწარკვეთილობისკენ.


პროფესიები

ახალგაზრდობაში ორ ტიპად იყოფიან: ერთნი ადრე ხვდებიან თუ რა უნდათ ცხოვრებაში და 3-5 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ბავშვები, მეორენი კი _ ვერ წყვეტენ, თუ როდის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რაც შეიძლება დიდი ხნით ცდილობენ მის გადადებას. სწავლობს და იზრდება ძალიან ნელა და მშობლებზე დამოკიდებული რჩება 30-40 წლამდე, როდესაც უკვე პარაზიტულად უუნაროა რაიმე ძალისხმევისთვის. თხის რქის უმრავლესობა მიეკუთვნება პირველ ტიპს, მათ არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, ხშირად დიდ დროს ანდომებენ მის დაწყებას. შესაძლებელია არ გამოირჩეოდნენ თავიანთი იდეების და იმპროვიზაციების სიუხვით, მომთმენნი და პუნქტუალურები არიან, შეუძლიათ იმუშაონ ადრიანი დილიდან გვიან ღამემდე, არ აწუხებთ არც შიმშილი, არც წყურვილი, არც ერთფეროვნება. უფრო კარგად მუშაობენ მარტო. მათ სჭირდებათ პირადი კაბინეტი ხმაურისაგან, ადამიანებისგან და კონტაქტებისგან თავის დასაცავად . ან მუშაობენ სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ. სუსტად აქვთ განვითარებული კოლექტივიზმის გრძნობა, ურჩევნიათ სამუშაო პროცესის ყველა ეტაპი დამოუკიდებლად შეასრულონ იმ არქიტექტორის მსგავსად, რომელიც მარტო იშენებს თავის ტაძარს. კორექტულები არიან და დისტანციას იცავენ ქვეშევრდომებთან, იციან როგორ ჩააბან ისინი მუშაობის პროცესში. ხშირად პატივისცემას შთააგონებენ მათ, იშვიათად ერთგულებას. თავადაც პატივისცემით ეპყრობიან უფროსობას, მაგრამ დისტანციას იცავენ, იშვიათად იცვლიან სამსახურს, ხშირად შეუცვლელი თანამშრომლები არიან. თხის რქა კარგი მწყემსი, ფერმერი, ჭის მთხრელი, გზების და სახლების მშენებელი, კონსტრუქტორი, მესაათე, იურისტი, გეოგრაფი, აგრონომი, არქიტექტორი, ფარმაცევტი, ინჟინერი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი არის.


მერწყული
(21 იანვარი - 20 თებერვალი)



მერწყული
მერწყული გამღები ნიშანია, რომლის სიმბოლო წყლის დამღვრელი კაცია. ამ ნიშნის ხალხი კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი „ღვრიან“ თავიანთ პიროვნებას და ნაყოფად იმკიან: დიდებას, სიმდიდრეს და თავაზიანობის ღრმა გრძნობას. მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი, ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.



პლანეტა: სატურნი
სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
ლითონი: კალა.
თილისმა: გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები: კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.

21 იანვრიდან 1 თებერვლამდე დაბადებულები ვენერის გავლენით - მოკრძალებული და დელიკატურები არიან. სიყვარულში მელანქოლიური და დახვეწილები.
2-დან 12 თებერვლამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ნაზი, ჭკვიანი, ცოტათი პატივმოყვარე, ზნეობრივნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა.
12-დან 20 თებერვლამდე დაბადებულები მთვარის გავლენით -იმედგაცრუებული, თავშეკავებული, მოკრძალებული, მგრძნობიარე, სამართ¬ლი¬ა¬ნი, უდრეკი, სასიამოვნოები არიან.


პროფესიები

არ გააჩნიათ ნაადრევი ლტოლვა კარიერასა და ამბიციისადმი. ადამინური ნოტი შეაქვთ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. პროფესიას შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს მათ ცხოვრებაში. შეუძლიათ იყონ მაღალი შეგნების, დისციპლინირებულნი, პასუხისმგებლიანები. სიტყვის პატრონები არიან. აკეთებენ იმას, რაც მათ მოეთხოვებათ.
კოლექტივიზმის შესანიშნავი გრძნობა აქვთ, კარგად ავლენენ თავს საზოგადოებრივ სამსახურში. არ არიან შურიანები და ანგარიშიანები, ყოველთვის მზად არიან გაითვალისწინონ სხვისი აზრი, აქვთ კარგი გემოვნება და შესანიშნავი ურთიერთობები უფროსობასთან, ხშირად მათ მოულოდნელად აწინაურებენ. იციან თუ როგორ უნდა გასცენ ბრძანებები, როგორ აუხსნან, თუ რა არის გასაკეთებელი, მათზე უკეთესად ვერავინ გააცნობს ახალბედას მუშაობის არსს.
ისინი პოულობენ გზას, რომლითაც შესაძლებელია საკუთარი იდეების განხორციელება, თუმცა რაოდენობა ხშირად ზიანს აყენებს ხარისხს.
გამოყენების საუკეთესო სფეროა ხელოვნება, ყველაფერი, რაც შეეხება რადიოს, კინოს, ტელევიზიას, პედაგოგიკას, განათლებას, გამომგონებლობას, სტუარდესების სამუშაოს, სასულიერო მოძღვრებას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, საზოგადოებრივ სამსახურს, იურუსპრუდენციას, აერონავთიკას, საინჟინრო საქმეს.
ფული მათ იშვიათად აინტერესებს, ზოგიერთები სულელურად გაურბიან ფულს. ცნობილ მერწყულთა უმრავლესობა ღრმა სიღარიბეში გარდაიცვალა. ფულის შოვნა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მიზანს, მათ იშვიათად სურთ ფუფუნება, უბრალოებას არჩევენ, ზომიერებას, რომელიც დაიცავს მათ `გასუქებისაგან~ _ ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ.
ისინი ყველაზე ცუდი მესაკუთრეები არიან, ვერ იტანენ ანგარიშის შემოწმებას. მათ დახარჯვა ურჩევნიათ დაგროვებას.
მაგრამ სხვანაირი მერწყულებიც არიან, რომელთაც ურანი მართავს, ისინი უცნაურ, ჟინიან, ზოგჯერ ტანჯულ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც შეიძლება რომანტიკულად მოგვეჩვენოს და იყოს აღსავსე დარღვევებითა და არაჩვეულებრივი მოვლენებით, მოულოდნელი განცდებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. მათ შეუძლიათ სიღარიბეში უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი, ვიდრე ფუფუნებაში.


თევზები 
(21თებერვალი -20 მარტი)



თევზები.ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ. თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.       

             პლანეტა: ვენერა/იუპიტერი.
სიმბოლო: ორი სხვადასხვა მხარეს მოცურავე თევზი, ნიჟარა, ტალღა.
ფერები: მეწამული, იისფერი, ზღვის სიმწვანის, ლურჯი, ლილისფერი, ზღვის ტალღის, ფოლადის.
ქვები: მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი, ზურმუხტი, საფირონი, მთვარის ქვა.
ყვავილები: ნარგიზი, კროკუსი, ჟასმინი, ია, ცისანა.
ლითონი: თუთია.
თილისმა: კვანძი, ნარგიზი.
ბედნიერი დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
უიღბლო დღე: ოთხშაბათი:
იღბლინი რიცხვები: 6, 7 (ყველა რიცხვი რომელიც შვიდზე იყოფა),11,სრული
მაგია- 3, 7, 9, 12.

21 თებერვლიდან 1 მარტამდე დაბადებულები, სატურნის გავლენით -ჭირვეულები არიან, აუსრულებელი ოცნებებით, მათ უყვართ ქალები, მარტოობა და ცვლილებები.
2-დან 11 მარტამდე დაბადებულებს, იუპიტერის გავლენით - უყვართ დიდება და სახელი, ისინი მგრძნობიარე და პატივმოყვარე, პატიოსანი და ზეიმის მოყვარულნი არიან.
12-დან 20 მარტამდე დაბადებულნი -პრანჭია, პრეტენციოზული, კონტაქტური, მგრძნობიარე, დაუზარელნი არიან, უყვართ კოლექტიური გართობებ


პროფესიები

სამუშაოსთან დამოკიდებულება მეტადრე ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური, მათ საკუთარ რითმში უნდა იმუშაონ. ისინი კარგად რეაგირებენ არსებულ გარემოებებზე, თავს არ ახვევენ თავიანთ ძალაუფლებას, არ `აწვებიან~ და თავადაც თავს არიდებენ წნეხს ზემოდან. მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან.
თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები.
მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, მეწაღეობა, მეთევზეობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.
ბევრი მათგანი ინტერესს იჩენს ყოველივე უჩვეულოსადმი: იოგა, ასტროლოგია, ქირომანტია, გადაგვარების თეორია და სხვა ოკულტური მეცნიერებები, მათგან კარგი მედიუმები გამოდიან.
ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვები მარცხდებიან და თავად განიცდიან მარცხს იქ, სადაც სხვები იმარჯვებენ. ფულთან დამოკიდებულება იცვლება ცხოვრებაზე შეხედულებების მიხედვით.